კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25 ჰოსპიტალიზებულია.
ორი სარაკეტო დარტყმა კემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალებმა 27 ივნისს მიიტანეს.
სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემენჩუგში ორი რაკეტა X-22 ისროლეს, რომელიც Tu-22M3 ბომბდამშენებიდან გაუშვეს.