რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ხერსონის მერი გაიტაცეს

28.06.22 14:14
რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ხერსონის მერი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ხერსონის მერი გაიტაცეს. ინფორმაციას მისი მრჩეველი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გალინა ლიაშევსკაია დეტალებს არ ასაჯაროებს. 

ხერსონის ქალაქის საბჭოს ცნობით, ამ დროისათვის იგორ კოლიხაევის ადგილსამყოფელი უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში კოლიხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში რჩება, თუმცა  საოკუაპციო ძალებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები