ყირიმის დაბრუნება მოხდება უსწრაფესად, ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე - ალექსეი დანილოვის პასუხი კრემლს

28.06.22 17:03
ყირიმის დაბრუნება მოხდება უსწრაფესად, ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე - ალექსეი დანილოვის პასუხი კრემლს

ყირიმის დაბრუნება მოხდება ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე, უსწრაფესად - ასე პასუხობს დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს.

მსურს, დავამშვიდო ბატონი მედვედევი, ტერმინი ,,თქვენი ყირიმი" მხოლოდ უკრაინის მოძულე კრემლის ჩინოვნიკის თავში თუ არსებობს. დროებით ოკუპირებული ყირიმის დაბრუნება მოხდება მალე, ყოველგვარი ზედმეტი ცდის გარეშე.

არა თქვენი კეთილისმყოფელი, ალექსეი დანილოვი - წერს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

ადრე მედვედევი წერდა, რომ ყირიმის დაბრუნების იდეას რუსეთი განიხილავს, როგორც მის მიმართ გამოწვევას, რაც შესაძლოა,  მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდეს.