აშშ-მ თინა კანდელაკი შავ სიაში შეიყვანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ამერიკის ფინანსთა სამინსიტრომ შავ სიაში შეიყვანა რუსი პროპაგანდისტები, თინა კანდელაკი და გალინა დანილჩენკო, ასევე, რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სერგეი სერდიუკოვი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დღესვე სანქციები დაუწესა ასობით რუსულ კომპანიას და რუსეთის 57 მოქალაქეს.