ოკუპანტებმა ნიკოლაევზე სარაკეტო იერიშები 8-ჯერ მიიტანეს - დაღუპულების ზუსტი რაოდენობა უცნობია

29.06.22 10:47
ოკუპანტებმა ნიკოლაევზე სარაკეტო იერიშები 8-ჯერ მიიტანეს - დაღუპულების ზუსტი რაოდენობა უცნობია

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში 8-ჯერ მიიტანეს. შემთხვევა 29 ივნისს დილით მოხდა.

ქალაქის მერის, ალექსანდრ სანკევიჩის ცნობით, ნანგრევებიდან მაშველებმა 1 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. მისივე ცნობით, გაურკვეველია კიდევ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევებს ქვეშ, რადგან ქალაქში დარჩენილი ადამიანების აღრიცხვაას არავინ აწარმოებს.

სულ 8 სარაკეტო იერიში განხორციელდა. რაკეტები ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ჩავარდა. ერთ-ერთი რაკეტა 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ამ დროისათვსი ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. იქ მაშველები მუშაობენ. ნანგრევებიდან ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. მედიკოსები მას საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეს სერიოზული ტრავმები არ აღენიშნება, - თქვა ქალაქის მერმა. 
 

ამასთან ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, 8:20 საათის მდგომარეობით 3 დაღუპულის და 5 დაშავებული შესახებ გახდა ცნობილი. 

 

მსგავსი სიახლეები