ნატოს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილება - ალიანსში შვედეთი და ფინეთი ერთიანდება
ნატოს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილება - ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გაფართოვების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. ნატოს რიგებში შვედეთი და ფინეთი ერთიანდება. აღნიშნული ქყვენების ალიანსში გაწევრიანებას ემხრობა თურქეთიც, თუმცა კონკრეტული პირობებით.
სამ ქვეყანას შორის მემორანდუმს მადრიდში ხელი უკვე მოეწერა. ახლა ფინეთმა და შვედეთმა თურქეთის პრეზიდენტის რამდენიმე მოთხოვნა უნდა შეასრულონ.
მემორანდუმის 11 პუნქტიდან ერთ-ერთი ფინეთს და შვედეთს თურქეტთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაშ თანამშრომლობას ავალდებულებს, რაც სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. გარდა ამისა, აღნიშნული ქვეყნები ვალდებულები იქნებიან წინააღმდეგობა გაუწიონ ქურთების "მუშათა პარტიას", რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაცად არის აღიარებული.
ორივე ქვეყანა ასევე, ვალდებული იქნება თურქეთთან ტერორიზმში ეჭმიტანილი პირების ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს. ამავდროულად, ჰელსინკმა და სტოკჰოლმმა უნდა გააუქმონ აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე.
ნატოში ახლა 30 ქვეყანაა გაწევრიანებული. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღების შემდეგ კი ევროპის უსაფრთხოებაზე უკვე 32 ქვეყანა იზრუნებს.
ნატოს გაფართოვება ყველაზე მეტად პუტინს არ აწყობდა, თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნების ჯარისკაცები უკვე რუსეთის ფედერაციის საზღვართან განლაგდებიან.