უკრაინამ ტყვეთა გაცვლის პროგრამის წყალობით აზოვის გმირი დამცველები დაიბრუნა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ტყვეთა უპრეცენდენტო გაცვლა მოხდა- კიევმა ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში 144 სამხედრო პირი დაიბრუნა, მათ შორის, 95 აზოვის დამცველია. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
მოხდა ტყვეთა მორიგი გაცვლის პროცესი, რისი წყალობითაც სახლში დაბრუნდა უკრაინის 144 დამცველი. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა ომის დაწყების დღიდან.
144 გათავისუფლებული სამხედროდან 95 აზოვსტალის დამცველია, ხოლო მათ შორის 43 პოლკ ,,აზოვის" წევრია - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
გათავისუფლებული 144 სამხედროდან 59 ეროვნული გვარდიის მებრძოლია, 30- საზღვაო ძალების, 28 უკრაინის შეიარაღებული ძალების, 17 სასაზღვრო პოლიციის, 9 -ტერიტორიული თავდაცვის, 1 კი უკრაინის ეროვნული პოლიციის წევრია.
გათავისუფლებულთაგან უხუცესი 69 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი 19 წლის სამხედროა.