"სამხედრო ოპერაციის" მიზნები არ შეცვლილა"- პუტინი

ვლადიმერ პუტინის თქმით, "სპეცოპერაციის" მიზნები არ შეცვლილა. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის მიზანია "დონბასის გათავისუფლება" და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტი იქნება.
"მე ვუთხარი 24-ში დილას პირდაპირ საჯაროდ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს. არაფერი მაქვს დასამატებელი. არაფერი შეცვლილა", - აცხადებს პუტინი და დასძენს, რომ "ოპერაციის" ვადაზე საუბარი არ ღირს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჯარები მოძრაობენ, მიდიან იმ ხაზებზე, რომლებიც დასახულია ამოცანების მიხედვით.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თქვენ არ გჭირდებათ ვადებზე საუბარი, ეს არის ცხოვრება. ეს არის რეალური არასწორია გარკვეული ვადების მორგება. ეს გამოწვეულია საომარი მოქმედებების ინტენსივობით და ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია შესაძლო დანაკარგებთან", - თქვა პუტინმა.