უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია - დაღუპული ბავშვების რაოდენობა 344-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 344-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 640-ზე მეტი არასრულწლოვანი.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 340, ხარკოვის ოლქში - 185, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ზაპოროჟიეს ოლქში - 31.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.