რუსებმა სლავიანსკი კასეტური ბომბებით დაბომბეს - დაღუპულია 4 ადამიანი
სლავიანსკში რუსებმა კასეტური ბომბები ჩამოაგდეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ამის შესახებ სლავიანსკის მერი წერს.
ვადიმ ლიახის განცხადებით, კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.
გუშინდელი საღამო მძიმე აღმოჩნდა. დარტყმის ქვეშ მოყვა ლიმანის მიკრორაიონი. მშვიდობიანი სექტორი, სადაც სამხედრო ობიექტები არაა კასეტური ბომბებით დაბომბეს. ისინი თავს ზემოთ იშლება, როგორც ფეიერვერკი, მაგრამ სილამაზის ნაცვლად სიკვდილი მოაქვთ. ასეთ ჭურვებს არ მოაქვთ მასშტაბური ზიანი შენობებისთვის, მაგრამ ძალიან საშიშია ადამიანებისთვის", - წერს ლიახი.