აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში - დაღუპულია სამი ადამიანი

03.07.22 12:26
აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში - დაღუპულია სამი ადამიანი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ესმხვერპლა. დაზიანებულია 11 საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი, მათ შორის, 5 სრულად არის დანგრეული.  

ადგილზე ამ დრომდე მაშველები მუშაობენ. ნანგრევებიდან 4 ადამიანი გამოიყვანეს. დაშავებულებს შორის 10 წლის ბიჭიცაა.

ქალაქის გუბერნატორის ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზად საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობა სახელდება.