ლისიჩანსკი ცეცხლშია გახვეული - ოკუპანტები ქალაქის განადგურებას ცდილობენ

03.07.22 12:58
ლისიჩანსკი ცეცხლშია გახვეული - ოკუპანტები ქალაქის განადგურებას ცდილობენ

ლისიჩანსკი ცეცხლშია გახვეული. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელი ავრცელებს.

სერგეი გაიდას ცნობით, რუსი სამხედროები ლისიჩანსკთან ახლოს არიან გამაგრბეულები, საიდანაც ქალაქის განადგურებას ცდილობენ. 

რუსები ლისიჩანსკის რაიონში არიან გამაგრებულები, ქალაქის ცეცხლშია გახვეული. ოკუპანტებმა მთელი ძალები  ლისიჩანსკისკენ გადმოისროლეს.  ქალაქზე იერიში გაუგებარი სასტიკი ტაქტიკით მიიტანეს. თუ სევერდონეცკში ერთთვიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ ჯერ კიდევ გადარჩენილია სახლები და ადმინისტრაციული შენობები, ლისიჩანსკში ისინი მოკლე დროში ფერფლად აქციეს. ბევრინი არიან რუსებიც და ბევრი აქვთ იარაღიც. და ეს იმის მიუხედევად, რომ უკრაინელებმა მტრის არაერთი საბრძოლო საწყობი გაანადგურეს, - ამბობს გაიდაი. 

გაიდაის თქმით, რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, თუმცა ჯიუტად მიიწევენ წინ. 

მსგავსი სიახლეები