ბულგარეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა პუტინის გამოსახულებიანი მაისურებით დატოვეს

04.07.22 15:42
ბულგარეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა პუტინის გამოსახულებიანი მაისურებით დატოვეს

ბულგარეთიდან გაძევებული 70 რუსი დიპლომატისა და მათი ოჯახის წევრების  მოსკოვში ტრანსპორტირებას 2 რუსული საჰაერო ხომალდი დასჭირდა. ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ყველა დიპლომატმა ქვეყანა პუტინის გამოსახულებიანი მაისურით დატოვა.

Европейская правда-ს ინფორმაციით, იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც დიპლომატიური სკანდალით ქვეყანა დატოვა, 180 ადამიანი შეადგინა. 

წინა ხუთშაბათს ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად 70 რუსი დიპლომატი გამოაცხადა და მათი ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა. ეს არის ყველაზე დიდი გაძევება ,,ცივი ომის" პერიოდიდან მოყოლებული, როცა დიდმა ბრიტანეთმა 1971 წელს 105 საბჭოთა დიპლომატი გამოუშვა ქვეყნიდან.

გამოცემა "Европейская правда-ს ინფორმაციით, გაძევებულთაგან ყველა დიპლომატი არ იყო, მათ შორის იყვნენ მზარეულები, მძღოლები და მეეზოვეებიც.

ხოლო გამოძევებულ დიპლომატთა შორის იყო ბულგარეთის საელჩოს მეორე პირი, ფილიპ ვოსკრესენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ არც ერთი თახედურად გამოძევებულ დიპლომატთაგან არ მუშაობდა ბულგარეთის ინტერესების წინააღმდეგ. 

რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას, თქმით, ბულგარეთმა მინიმუმამდე, უფრო სწორად, ნულამდე, დაიყვანა რუსეთის საელჩოს ფუნქციონირება სოფიაში.