კუნძულ ზმეინზე უკრაინის დროშა აღიმართა

04.07.22 17:22
კუნძულ ზმეინზე უკრაინის დროშა აღიმართა

კუნძულ ზმეინზე უკრაინის დროშა აღიმართა. ზელენსკიმ ტერიტორია  უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნა. დაზვერვა იტყობინება, რომ ომში მყოფი ქვეყანა პირველ გამარჯვებას აგვისტოში იზეიმებს.

უკრაინის თავდაცვის სამინსიტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი, აცხადებს, რომ უკრაინა მალე ისეთ სამხედრო წარმატებას მიაღწევს, რომ 1991 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება. 

რუსეთის სურვილი მთელი უკრაინის განადგურება და მცდარია აზრი, რომ ისინი მარტო დონბასს იმყოფინებენ. 

ჩვენი ტერიტორიებით არ ვივაჭრებ, რუსეთთან ომი მივა 1991 წელს არსებულ საზღვრებამდე. ეს მომავალ წელს მოხდება - აცხადებს ბუდანოვი.

საომარი მოქმედებების ტემპი ახლა შენელებულია- რუსეთს იერიში ძირითადად დონბასზე მიაქვს.