უკრაინის პროკურატურამ რუსი აგრესორების სექსუალური ძალადობის ფაქტზე 20-ზე მეტი საქმე აღძრა
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ დააფიქსირა 20-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე რუსი ოკუპანტების მხრიდან სექსუალური დანაშაულის ჩადენაზე. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კატერინა პავლიჩენკომ, Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.
ხაზს ვუსვამ, რომ ამ 20 შემთხვევაში შეიძლება იყოს რამდენიმე სექსუალური ძალადობის შემთხვევა რამდენიმე მსხვერპლზე, ან ჩადენილი იყოს რამდენიმე კრიმინალის მიერ. ანუ არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ეს 20 საქმე არის 20 სისხლის სამართლის საქმე.
ჩვენ გვესმის, რომ სექსუალური დანაშაულები ძალიან რთული დანაშაულია, როდესაც ადამიანები არ არიან მზად, არ სურთ ამაზე ლაპარაკი და სურთ, რაც შეიძლება, სწრაფად დაივიწყონ. ყველა არ მიმართავს პოლიციას და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვაიძულოთ მათ ამ ისტორიების მოყოლა - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქმის ნაწილი პროკურატურამ შემდგომი გამოძიებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს გადასცა.