დაბრკოლება, აღარ არსებობს, ევროკავშირი მზადაა, პუტინის აგრესიას უმკაცრესად უპასუხოს - ბორელი

05.07.22 10:49
დაბრკოლება,  აღარ არსებობს, ევროკავშირი მზადაა, პუტინის აგრესიას უმკაცრესად უპასუხოს - ბორელი

ევროკავშირს თანდათანობით აღარაფერი აბრკოლებს და მზადაა, პუტინის თავზეხელაღებულ აგრესიას უმკაცრესად უპასუხოს.  ამის შესახებ ევროკავშირის  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, აცხადებს.

ბორელის თქმით, დაბრკოლება, რომლის გამოც ევროკავშირი  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისგან თავს ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა,  ფაქტობრივად, აღარ არსებობს. 

2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს 90%-მდე შეამცირებს. ასევე, ვამცირებთ გაზის იმპორტსაც. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო სანქციების გატარებას ვერ გაბედავდა. ეს ამ კონფლიქტში რუსული რეჟიმის ერთ-ერთი შეცდომაა, - განაცხადა ბორელმა. 

ამასთან, ბორელმა აღიარა, რომ რუსულ ენერგომომამარაგებაზე ასეთი მყისიერი უარი ევროკავშირის ბევრ ქვეყანას სირთულეებს შეუქმნის.

თუმცა, ეს ის ფასია, რომლის გადახდაც ჩვენი დემოკრატიის და საერთაშორისო სამართლის დასაცავად გვიწევს, - თქვა ბორელმა.