რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

06.07.22 10:49
რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი  სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე, აუზში, იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, გვერდით კი ტრავმატული იარაღი იდო. ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.

კომპანია „ასტრა-შიპინგი“, რომლის გენდირექტორიც ვორონოვი გახლდათ, რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორს წარმოადგენს, რომელიც დაკვეთებს არქტიკაში ასრულებს.

ბიზნესმენის მეუღლე ყვება, რომ ლენინგრადის ოლქში ვორონოვი 1 ივლისს გაემგზავრა, თუმცა წასვლამდე მას საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა. 

აღსანიშნავია, რომ ნახევარ წელიწადში ეს „გაზპრომის“ უკვე მე-5 ტოპმენეჯერია, რომელიც გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, რომ ზამთარში სატრანსპორტო სამსახურის „გაზპრომინვესტ“-ის ხელმძღვანელი ცხედარი იპოვეს. 60 წლის ლეონიდ შულმანმა წერილი დატოვა, სადაც ფეხის ტკივილის შესახებ ჩიოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სიკვდილი მიზეზი თვითმკვლელობა გახდა.

ერთი თვის შემდეგ  გარდაცვლილი „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი ნახეს. ალექსანდრ ტიულიაკოვი ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მის გვერდით წერილი იდო, რომლის შინაარსიც არ გასაჯაროვდა.

გაზაფხულზე „გაზპრომბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი, ვლადისლავ ავაევი,  ცოლთან და 13 წლის შვილთან ერთად მკვდრები იპოვეს. სამივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ნასროლი.

წინასწარი ინფორმაციით, ავაევმა ცოლი ღალატში გამოიჭირა, რომელიც თითქოსდა მისივე მძღოლისგან იყო ორსულად, რის შემდეგაც ოჯახს სასიკვდილოდ გაუსწორდა და შემდეგ თავი მოიკლა.

ბოლო შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ესპანეთის ქალაქს ლიორეტ დე მარში მკვდარი იპოვეს სერგეი პროტოსენი. გამოძიების ვერსიით, მან ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ბაღში თავი ჩამოიხრჩო. 
 

მსგავსი სიახლეები