"მაისის ბოლომდე აშშ-ში ყველა ზრდასრული აიცრება" - ბაიდენი

03.03.21 12:09
"მაისის ბოლომდე აშშ-ში ყველა ზრდასრული აიცრება" - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ში მაისის ბოლომდე ყველა ზრდასრული ადამიანი აცრილი იქნება. 

ბაიდენის თქმით, ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდა და ვაქცინის ბოლო დოზებს ამერიკელები დაგეგმილზე 2 თვით ადრე მიიღებენ. აშშ-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტია მასწავლებლების ვაქცინაცია. 

ეს არის გვირაბის ბოლოს სინათლე, ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს და აღვადგენთ ეკონომიკას - განაცხადა ბაიდენმა. 

ცნობისთვის, ,,ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინამ ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა, სწორედ ამ ვაქცინით მოხდება მოსახლეობის აცრა მაისის თვეში.