ოკუპანტებმა ქალაქი ტორეცკი დაბომბეს - ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ

06.07.22 15:42
ოკუპანტებმა ქალაქი  ტორეცკი დაბომბეს - ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ

ოკუპანტები დონეცკს ისევ უტევენ. რუსმა სახმედროებმა ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. იერიშები ძირითადად კერძო სექტორზე იქნა მიტანილი.  

დონეცკის ოლქის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ცნობით, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

რაკეტები კერძო სექტორის  ორ სახლს მოხვდა. ზუსტად ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ. ასევე, წიანსწარი ინფორმაციით, ნანგრევებში სამი ადამიანია მოყოლილი.  სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რუსეთმა დონეცკის ოლქი ცხელ წერტილად აქცია, სადაც მოქალაქეების დარჩენა საშიშია,  - აღნიშნა პაველ კირილენკომ.