ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერის პოსტის და კონსერვატორული პარტიის ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას "კონსერვატორიული პარტიის" ახალი ლიდერის არჩევამდე განაგრძობს.
ჯონსონმა ასევე პირობა დადო, რომ ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას უწინდებურად განაგრძობს და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.