4 დაღუპული და 9 მძიმედ დაჭრილი - რუსი ოკუპანტები ხარკოვს ბომბავენ

რუსი ოკუპანტების სარაკეტო დაბომბვას ხარკოვში 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 9 კი დაიჭრა. ხარკოვის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის, ოლეგ სინოგუბოვის, ინფორმაციით, მტერმა დაიწყო ნემიშლიანსკის რაიონის მასიური დაბომბვა, რის შედეგადაც განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ნაგებობები.
ჩვენს მაშველებს მოუწიათ მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლთან ბრძოლა. დაბომბვის შედეგად მხოლოდ ამ რაიონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.- განაცხადა სინეგუბმა.
სინეგუბის ინფორმაციით, ოკუპანტები განაგრძობენ ინფრასტრუქტურის დაბომბვას ხარკოვის , ჩუგუევსკის, იზიუმისა და ბოგოდუხოვსკის ოლქებში. რის შედეგადაც ინგრევა კერძო სახლები, კორპუსები.