ენერგოკრიზისი გერმანიაში - მოსახლეობამ გაზისა და ელექტროობის მოხმარების დაზოგვა დაიწყო

08.07.22 14:28
ენერგოკრიზისი გერმანიაში -  მოსახლეობამ  გაზისა და ელექტროობის მოხმარების დაზოგვა დაიწყო

რუსეთის ფედერაციიდან ენერგორესურსების მიწოდების მკვეთრად შემცირების გამო გერმანია იძულებული გახდა, შეამციროს ელექროენერგიისა და გაზის მოხმარება. ქვეყანაში ცხელი წყლის მიწოდება მკაცრად შეიზღუდა. ამის შესახებ Financial Times წერს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ გაბეკმა, მოუწოდა მოსახლეობას, მინიციპალური და კერძო საკუთრების მფლობელებს, დაზოგონ ენერგია.

კომპანია Vonovia-მ, რომელიც გერმანიაში საცხოვრებელი ფართების უმსხვილესი არენდატორია, განაცხადა, რომ თბილი წყლის ტემპერატურას 17 გრადუსამდე ამცირებს , რაც ენერგიას 8%-ით დაზოგავს.

უფრო შორს წავიდა ჩეხეთის საზღვართან ახლოს მდებარე დიპოლდისვალდის ,,საცხოვრებელ ბინათა ასოციაციის" ხელმძღვანელობა. მათი ინფორმაციით, ქალაქში ცხელი წყლის მიწოდება ისე შეზღუდეს, რომ მოსახლეობა ბანაობას მხოლოდ დილის 4-8 საათიდან დღის 11-13 საათამდე შეძლებს.

,,გერმანიის ქალაქების ასოციაციის" ხელმძღვანელი, ჰელმუტ დედი, მოუწოდებს მოსახლეობას,  შეამცირონ ზაფხულში ენერგიის მოხმარება, რომ ,,ზამთარში თბილი სახლები ჰქონდეთ."

გარდა ამისა, დედი რეკომენდციას აძლევს ქვეყნის ხელმძღვანელობას, გამორთოს შუქნიშნები ღამღამობით, აგრეთვე, შეუწყვიტონ თბილი წყლის მიწოდება მუზეუმებს, მუნიციპალურ სახლებს, სპორტულ ცენტრებს და აღარ გაანათონ ისტორიული შენობები.

 

მსგავსი სიახლეები