იარაღს ვერ დავყრით, თორემ გავქრებით - ვოლოდიმირ ზელენსკი

იარაღს ვერ დავყრით, თორემ გავქრებით, როგორც ერი, სახელმწიფო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, მხოლოდ იმისთვის ისვრის, რომ გადარჩეს.
იარაღს ვერ დავყრით! წინააღმდეგ შემთხვევაში, გავქრებით, როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, უბრალოდ როგორც ხალხი.
რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი - გადარჩენისთვის.
ომი რუსეთის ფედერაციის ეროვნული იდეაა. უკრაინის ეროვნული იდეა კი მშვიდობაა. - წერს ზელენსკი.