ნიგერიაში გატაცებული ადამიანები გაათავისუფლეს

03.03.21 12:14
ნიგერიაში გატაცებული ადამიანები გაათავისუფლეს

ნიგერიაში,  ზამფარას შტატში,  სკოლიდან გატაცებული 279 გოგონა თავისუფალია. ინფორმაციას ნიგერიის პოლიცია ავრცელებს. ასობით სკოლის მოსწავლე პარასკევს სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.  ეს მასიური გატაცების მეორე შემთხვევაა. ნიგერიის მთავრობის ცნობით, გატაცებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი თავს კარგად გრძნობენ.