ოკუპანტებმა კრივი-რიჰი დაბომბეს - გარდაცვლილია 41 წლის ქალი

09.07.22 12:28
ოკუპანტებმა კრივი-რიჰი დაბომბეს -  გარდაცვლილია 41 წლის ქალი

რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეგნებულად დაარტყეს „გრადებით“ საცხოვრებელ უბნებს“, - აცხადებს დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისი თქმით, ამ „მზაკვრულმა დაბომბვამ 41 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სკოლა და რამდენიმე სახლი დაზიანდა, ერთი ავტომობილი კი დაიწვა.