"ჩხუბისთავი პრემიერი და ევროპულ გზაზე წაბორძიკებული საქართველო" - თომას დე ვაალი

ჩხუბისთავი პრემიერი და ევროპულ გზაზე წაბორძიკებული საქართველო - გამოცემა Foreign policy-ის ჟურნალისტმა თომას დე ვაალმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსზე და ევროინტეგრაციის პროცესზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ შეასრულებს პირობებს, მათ შორის სისტემის „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულებას - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უმძიმესი შემთხვევა საქართველოა, რომელმაც ევროპისგან გაცილებით ნაკლები შეთავაზება მიიღო, ვიდრე მოლდოვამ და უკრიანამ.
სტატიის ავტორს არც საქართველოს პრემიერის ხმაურიანი გამოსვლები გამორჩენია. პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს "მოღალატეები", "მტრები" და "მანიაკები" უწოდა- წერია სტატიაში.