რუსეთმა დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყო - გუბერნატორი
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, პავლე კირილენკო იუწყება.
მისი თქმით, ქალაქ დრუჟკივკაში სარაკეტო თავდასხმა მოხდა. დაზიანებულია საავადმყოფო, კულტურის სასახლე, საცხოვრებელი შენობები და სათამაშო მოედანი. ოკუპანტებმა სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვოი იარში რკინიგზის სადგურს, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. "ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ევაკუაცია!" - წერს კირილენკო.