ოკუპანტებმა დონეცკი "ურაგანებიდან" დაბომბეს - ნანგრევებში 30 ადამიანი მოყვა

ოკუაპნტები ისევ დონეცკს უტევენ. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები ჩასოვ იარზე მიიტანეს, სადაც მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში 30 ადამიანს ეძებენ. მათ შორის, ერთი 9 წლის ბავშვია. უკვე ცნობილია 6 დაღუპულის შესახებაც.
ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ავრცელებს.
ჩასოვ იარში, ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებშ ყველაზე ცოტა სამი ათეული ადამიანია მოყოლილი. ქალაქზე სარაკეტო იერიშები რუსებმა ურაგანებიდან მიიტანეს. სახლის ორი სადარბაზო სრულად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ და ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. მოსახლეობის თქმით, იქ დიდი ალბათობით მინიმუ 34 ადმიანია, მათ შორის, 9 წლის ბავშიც, - წერს პაველ კირილენკო ტელეგრამ არხზე.