ქართველი მებრძოლი უკრაინაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის მსხვერპლი გახდა

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის მსხვერპლი გახდა. კახა გოგოლი საბრძოლო დავალებაზე იყო, როცა ბიოლოგიური საწარმოს ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. სტრატეგიული ობიექტი აფეთქდა, რის შედეგადაც ქართველი სამხედრო მოიწამლა. კახა გოგოლი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კახა გოგოლი რუსულ აგრესიას ლუგანსკის ოლქში შეეწირა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
საქართველოს მოქალაქე პარტიზანების დანაყოფში იბრძოდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თანამებრძოლები ავრცელებენ.
ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული საქართველოს საელჩო. გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები რამდენიმე საათში დაუწყება.