კრემლი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავს - არესტოვიჩი

12.07.22 10:46
კრემლი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავს - არესტოვიჩი

კრემლი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არსეტოვოჩმა განაცხადა.  

მე ვხედავ ზოგიერთ რუსულ დოკუმენტს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქ საუბარი უკრაინაზე ატომურ დარტყმას შეეხება და ყველა თანხმდება, რომ ეს სიგიჟეა და ამის გაკეთება დაუშვებელია . ეს დისკუსია რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღავანელობაში იმართება, - თქვა არსეტოვიჩმა. 

ამასთან, არესტოვიჩის თქმით, უკრაინაზე ატომური თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამის შესახებ დასავლეთი მაშინვე შეიტყობს და საპასუხო ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამს. 

მსგავსი სიახლეები