სომხეთის პრეზიდენტი გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებას კვლავ არ აპირებს

03.03.21 12:16
სომხეთის პრეზიდენტი გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებას კვლავ არ აპირებს

სომხეთში  პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, პრემიერს უკვე მეორედ გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებაზე უარი უთხრა. ნიკოლ ფაშინიანი კი ამტკიცებს, რომ სამხედრო მეთაურების მიზანი ქვეყანაში  გადატრიალების მოწყობაა, რასაც არ დაუშვებს.

ერევანში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები პრემიერის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. დაფიქსირდა სამთავრობო შენობებში შეჭრის რამდენიმე მცდელობაც.