სარაკეტო იერიშები ვინიცაზე - 13 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მათ შორის, 2 ბავშვია

სარაკეტო იერიშები ვინიცაზე - 13 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, მათ შორის, ორი ბავშვია. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ვინიცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
23 ადამაიანი დაიღუპა. 3 ბავშვია, რომელთა შორისაც ერთი მზის შვილი ლიზაა. ორი ბავშვის ცხედარი, ისევე, როგორც 11 უფროსის, ამ დრომდე ინდეტიფიცრებული არ არის. ლიზას დედა ცოცხალია. მას ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში 73 დაშავებულია მოთავსებული, 18 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. თანავუგრძნობთ გარდაცვლილების ახლობლებს და ნათესავებს, - წერს სერგეი ბორზოვი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ივლისს ოკუპანტებმა ვინიცა დაბომბეს. ქალაქის ცენტრი განადგურებულია, დამწვარია მრავალსართულიანი კორპუსები და ავტომობილები. დაღუპულია ათობით ადამიანი.