ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ, გავათავისუფლებთ დარჩენილსაც - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უკვე მოახდინეს და დარჩენილსაც გაათავისუფლებენ. ამის შესახებ მან უკრაინის სახელმწიფო ტელეგრამ არხზე თქვა.
უკრაინამ რუსეთის სასტიკ იერიშებს გაუძლო. ჩვენ იმ ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება შევძელით, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული იყო. თანდათანობით ჩენი ქვეყნის სხვა რაიონებსაც დავიხსნით, რომლებსაც ახლა ოკუპანტები აკონტროლებენ, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშკმა ხერსონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინული არმია კონტრშეტევას გეგმავს.