24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 3 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა - ზელენსკი

24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 3 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდემიმართვაში განაცხადა.
დღეის, 19 საათის მდგომარეობით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3 ათასზე მეტი რაკეტა გამოიყენა. შეუძლებელია საარტილერიო და სხვა ჭურვების დათვლა, რომელიც ჩენი ქვეყნის და ხალხის მიმართ გამოიყენეს. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე პასუხისგებაში იქნება მიცემული, ყველა კოლაბორანტი, ყველა, ვინც ტერორზეა პასუხისმგებელი, ყველაფერზე, რაც 144 დღეა და უკვე 8 წელია ხდება. ჩვენ ამას გავაკეთებთ, - განაცხადა უკრრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვინიცაზე, ნიკოლაევსა და ვრემენი იარზე იერიშების გამო კანადის პრემიერს ჯასთინ თრიუდოს მოუწოდა, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა გააძლიეროს.