პუტინმა უკრაინელ ჟურნალისტზე ნადირობა გამოაცხადა - რუსეთი დიმიტრი გორდონს ეძებს

19.07.22 11:38
პუტინმა უკრაინელ ჟურნალისტზე ნადირობა გამოაცხადა - რუსეთი დიმიტრი გორდონს ეძებს

რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტზე, დიმიტრი გორდონზე, ძებნა გამოაცხადა. ჯერჯერობით  უცნობია, სისხლის სამართლის რომელ მუხლს ედავება კრემლი ჟურნალისტს.

რუსეთმა გორდონის წინააღმდეგ  სისხლის სამართლებრივი დევნა სამი მუხლით ჯერ კიდევ მარტის თვეში დაიწყო. ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მსოფლიოს რუსეთზე ატომური თავდასხმისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსული დიმიტრი გორდონი მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს. გორდონი საქართველოში კონფერენციის ჩატარებას გეგმავდა. 
 

მსგავსი სიახლეები