ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია - კრამერი

19.07.22 12:59
ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია - კრამერი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი, „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას არ ცდილობს.

კრამერის თქმით, „ქართული ოცნება“უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს უფრო მეტად აკრიტიკებს, ვიდრე რუსეთის მთავრობას.

ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას“, - ამბობს დევიდ კრამერი.

კრამერი იმასაც დასძენს, რომ  ამერიკის ელჩსა და დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნება“ ამ დრომდეც აკრიტიკებდა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, „რიტორიკა მძიმდება“.
 

მსგავსი სიახლეები