„ოცნებას“ უნდა ესმოდეს, ელჩზე თავდასხმით თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას - კრამერი

19.07.22 13:12
„ოცნებას“ უნდა ესმოდეს, ელჩზე თავდასხმით თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას - კრამერი

„ოცნებას“ უნდა ესმოდეს, ელჩზე თავდასხმით თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი, „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

კრამერის თქმით, სჯობს, „ქართულმა ოცნებამ“ თავდასხმის ნაცვლად, დაინახოს, ვინ არის მისი მტერი სინამდვილეში.

,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს.
ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. ,,ქართულმა ოცნებამ" კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს, ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა, ან მისი ელჩი“. - ამბობს დევიდ კრამერი.

მსგავსი სიახლეები