გერმანიაში ამ დროისთვის 6 მილიონი ადამიანი აიცრა

გერმანიაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 9 ათას 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 418 ადამიანი კი გარდაიცვალა. საშუალოდ, ყოველდღე, გერმანიაში დაავადების 8 ათას 110 შემთხვევა ხდება. ქვეყანაში, სადაც 83 მილიონი ადამიანია რეგისტრირებული, ამ დროისათვის აცრა 6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა, აქედანაც 4 მილიონმა პირველი, ორმა მილიონმა კი მეორე დოზაც გაიკეთა.
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიაში საერთო ჯამში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 2 462 078 შემთხვევა, აქედან 71 329 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვაქცინა ბევრს აქვს, თუმცა, გაკეთებას არ ჩქარობენ.
მსოფლიოს 192 ქვეყანაში კორონავირუსის 114 751 575 შემთხვევაა რეგისტრირებული და გარდაცვლილია 2549260 ადამიანი.