რუსეთმა ნიკოპოლს 30 რეაქტიურლი ჭურვი ესროლა - დაშავებულებს შორის 4 ბავშვია

რუსებმა ნიკოპოლის საცხოვრებელი კვარტალი გრადებიდან დაბომბეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქს 30 რეაქტიურლი ჭურვი ესროლეს. არიან დაღუპულები.
რუსული ურდო ნიკოპოლსკის რაიონის ტერორს არ წყვეტს. ნიკოპოლში საცხოვრბელი კვარტალი მიზანმიმართულად დაბომბეს. გაშვებულია 30-ზე მეტი რეატქიურლი ჭურვი. წინასწარი ინფორმსაციით, 2 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა. 6 დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებილი,მათ შორის, 4 ბავშვია. ყველაზე პატარა დაშავებული 3 წლისაა! სამი! ბავში, რომელსაც სახლში ეძინა, რუსმა ოკუპანტებმა გრადებიდან დაუშინეს. მთლიანად დანგრეულია 3 სახლი, ათამდე დაზიანებულია, - განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
ამ დროისათვის ადგილზე მაშველები მუშოაბენ და ტერიტორიას ნანგრევებისგან წმენდენ.