იერიშები ხარკოვზე - დაიღუპა 13 წლის ბიჭი, მისი 15 წლის და კი დაშავდა
ოკუპანტებმა გამთეენისას ხარკოვი დაბომბეს. დაღუპულია 13 წლის ბიჭი, მისი და კი დაშავდა. ინფორმაციას "ტელეგრამ" არხზე ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, არასრუწლოვნები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან იდგნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ჭურვები ჩამოყარეს.
ხარკოვის დილის დაბომბვების შედეგად, რომელიც ოკუპანტებმა ზალპური რეაქტიული სისტემებიდან განახორციელეს, 3 ადამიანი დაღუპა, მათ შორის, 13 წლის ბიჭი. მოზარდის 15 წლის დამ დაზიანებები მიიღო. ასევე ჰოსპიტალიზებულია 72 წლის ქალი, - აღნიშნა სინეგუბოვმა.