ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

21.07.22 18:57
ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტს ვირუსის მსუბუქი სიმპტომებით აქვს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი იღებს კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდს“.

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში იქნება იზოლირებული და გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.