უკრაინელების კონტრიერიშებზე გადასვლის უფლება აქვთ, ჩვენ მათ იარაღს მივაწვდით - ჯონ კირბი

23.07.22 11:57
უკრაინელების კონტრიერიშებზე გადასვლის უფლება აქვთ, ჩვენ მათ იარაღს მივაწვდით - ჯონ კირბი

"თეთრი სახლი" უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით დახმარებას აანონსებს. 

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდიან ყველა საჭირო იარაღს იმისათვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას და საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს.

"რუსეთმა უკრაინას სასიკვდილო დარტყმები მიაყენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთმა დაარტყა სავაჭრო ცენტრებს, მრავალსართულიან სახლებს, დახოცა უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამგვარი სისასტიკის წინაშე პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს მას დასჭირდება. უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება და ასევე აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრიერიშებზე გადავიდნენ. ჩვენი ამოცანაა, მათ მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი, რათა ამის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ", - თქვა ჯონ კირბიმ.