საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქიდან 400 კილომეტრის დაშორებით, ელასონასთან, დაფიქსირდა. ოფიციალური ათენის ცნობით, დაშავებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ შესულა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებშიც: ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და მონტენეგროში.