ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

30.08.22 12:00
ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა - ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო იტყობინება.

"29 აგვისტოს რუსებმა დონეცკის რეგიონში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: რაზდოლნიში და სევერნიში. 4 ადამიანი დაშავებულია," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.