იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 440-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

16.09.22 11:17
იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 440-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს.

ხარკოვის ოლქის ამ დეოკუპირებულ დასახლებაში წინასწარი ინფორმაიით აღმოჩენილია 440 ადამიანის ცხედარი. ისინი ცალ-ცალკე არიან დაკრძალულები.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, ადამიანების ერთი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ხარკოვის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება.

ამ ქალაქში შესაძლოა იმაზე მძიმე ვითარება იყოს, ვიდრე ეს ბუჩაში იყო.

"რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამის გამო პასუხი უნდა აგოს". - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები