რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

21.09.22 10:54
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

21 სექტემბრიდან რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა ვლადიმეტ პუტინმა. 

პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაცია ცხადდება იმისთვისაც, რათა შეაჩერონ დასავლური ელიტის აგრესიული პოლიტიკა.

სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

ვსაუბრობთ გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ, დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი მობილიზაციის გამოცხადებას ჯერ კიდევ გუშინ აპირებდა. 20 სექტემბერს 2-ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი თანამოქალაქეების წინაშე უნდა გამოსულიყო. თუმცა, აღნიშნული გამოსვლა არ შედგა, მიზეზი უცნობია.