რუსეთი მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა - ამ წუთებში, მომიტინგეების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს
რუსეთი მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა. ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში პუტინის წინააღმდეგ გამოსვლები მიმდინაროებს. აქციებს კი კრემლმმა ახალი რეპრესიები დაუპირისპირა.
დაიწყო მომიტინგეების მასობრივი დაკავებები. მხოლოდ ეკატერინბურგში ამ დროისთვის 97 ადამიანია დაკავებული. ნოვოსიბირკში კი აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რამზებია გამოყვანილი.
ეპიცენტრი კი მოსკოვია, სადაც ამ წუთებში მოქალაქეები მსვლელობისთვის ემზადებიან. პოლიცია მათ პირდაპირ მეტროსადგურებში ხვდება და იქიდან ხელბორკილებით იზოლატორებში გადაჰყავთ.
დაკავებების სერიებს რუსი სამართალდამცველები ყოველი შეკრებიდან დაახლოებით 30 წამში იწყებენ. რუსეთი პანიკამ და პროტესტმა მოიცვა. პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივi მობილიზაციის შემდეგ, ერთდაერთი გამოსავალი ახლა რუსებისთვის ქვეყნის დატოვებაა.