რუსეთის ქუჩებში სპეცდანიშნულების რაზმები გაჰყავთ - პუტინი პროტესტის ჩახშობას ძალისმიერი მეთოდით ცდილობს
რუსეთში ისევ აქციები იმართება. სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები ირკუტსკში, ტომსკში, ნოვოსიბირსკსა და ულან-უდეში მიმდინარეობს.
ქუჩებში სპეცდანიშნულების რაზმები გაჰყავთ. პუტინი ყველა გზით და მეთოდით ცდილობის მის წინააღმდეგ ამხედრებული ხალხის მწვავე პროტესი ჩაახშოს. პოლიცია აკავებს ყველას ვინც ქუჩაში დგას
გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს რა მეთოდებს მიმართავს პუტინის რეჟიმი იმისთვის, რომ პროტესტი ჩაახშოს. არის ათობით დაკავებული.
ულან-უდეში წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს უფლებადამცველი ნადეჟდა ნიზოვკინა დააკავეს.
ეკატერინბურგში, იმ ადგილას, სადაც დღეს მობილიზაციის წინააღმდეგ აქცია იგეგმება, სოტას ჟურნალისტი ელიზავეტა დუდინა დააკავეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებული ჟურნალისტის შესახებ.
დანიშნულ ადგილზე აქციის მონაწილეები ჯერ არ არიან, თუმცა მოედანს უკვე პოლიციელები იცავენ.
ასევე, ირკუტსკში, მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, უშიშროების ძალები აკავებენ ყველას, ვინც აქციაზე მივიდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.