ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გამოუშვა

22.04.21 19:38
ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გამოუშვა

 რუსეთის საელჩოში იმდენივე  დიპლომატი დარჩება, რამდენიცაა ჩვენს საელჩოში მოსკოვში - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუდ კულხანეკმა.

რუსეთის მისამართით წაყენებული ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ ჩეხეთი 20-მდე რუსმა დიპლომატმა იძულებით დატოვა. ამის შესახებ Deutsche WellE  იუწყება. გამოცემა წერს, რომ ჩეხეთსა და რუსეთს შორის ნამდვილი დიპლომატიური ომი მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ჩეხეთის საელჩოში, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, 24 თანამშრომელი დარჩა: 5 დიპლომატი და 19 ადმინისტრაციული პერსონალი, ამავდროულად პრაღაში განთავსებულ რუსეთის საელჩოში 27 დიპლომატი და 67 ადმინისტრაციული თანამშრომელია.

 ქვეყნის დატოვება  რუსეთის 70 მოქალაქეს მოუწევს, - აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბოლო დიპლომატიური ომი რუსეთსა და ჩეხეთს შორის 17 აპრილს დაიწყო, როცა ოფიციალურმა პრაღამ რუსული სპეცსამსახურები ჩეხეთის წინააღმდეგ  ჯაშუშურ ქმედებებში დაადანაშაულა.