არავითარი კომპრომისი რუსებთან, უკრაინამ ყველა წართმეული ტერიტორია უნდა დაიბრუნოს! - ვოლოდიმირ ზელენსკი

28.09.22 16:20
არავითარი კომპრომისი რუსებთან, უკრაინამ ყველა წართმეული ტერიტორია უნდა დაიბრუნოს! - ვოლოდიმირ ზელენსკი

არავითარი კომპრომისი რუსებთან, უკრაინამ ყველა წართმეული ტერიტორია უნდა დაიბრუნოს  - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ არ მოხდება უკრაინის სრული გათავისუფლება, რუსეთს იმის შანსი ექნება, რომ ოკუპაციის თემას დაუბრუნდეს.

აუცილებელია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საზღვრების, ჩვენი მიწების დაბრუნება. ეს არა მხოდ იმის გამო, რომ ჩვენი მიწებია, არამედ, ეს არის სამართლიანი.

ყველამ უნდა დაინახოს, რომ ამით ომი დასრულდება და დაიწყება მშვიდობა. თუ ასე არ მოხდება, რუსეთი კვლავ დაუბრუნდება ჩვენი მიწების ოკუპაციის საკითხს.

ყველაფერი უნდა დავიბრუნოთ, ჩვენი მიწები. სამწუხაროდ, დაღუპულ ხალხს ვერ დავიბრუნებთ, ჩვენს გმირებს, თუმცა, სამართლიანობას აღვადგენთ. ეს სამართლიანობის აღდგენა დაიწყება ჩვენი მიწების. ჩვენი სამშობლოს დაბრუნებით. აუცილებელია, რომ ჩადენილი აგრესიისთვის რუსეთმა მაღალი ფასი გადაიხადოს.- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები